Tuesday, 9 December 2014

დღეს მეცხრე დღეა, დავამთავრე ტრენინგი.ავტვირთე პროექტი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვისწავლე პროექტის გაკეთება. შეძენილ ცოდნას აუცილებლად  გამოვიყენებ წარმატებით. დიდი მადლობაააა

ჩემი პორტფოლიო



Sunday, 7 December 2014

საინტერესო დღე იყო. დღეს განვიხილეთ როგორი უნდა იყოს ფასილიტატორი. ვიმსჯელეთ მოსწავლეთა დიფერენცირებაზე და შესაბამისი ნიმუშების შექმნა.ისეთი სამუშაოების შედგენა რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის აზროვნების განვითარებას.

Thursday, 4 December 2014

ძალიან საინტერესო დღე იყო.  გავეცანით მოსწავლის  ნაშრომის ნიმუშებს. ვისწავლეთ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები გაკეთება  რომ დავადგინოთ მოსწავლის საჭიროებები. ვფიქრობ  ეს ნამუშევრები მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვაში.

Tuesday, 2 December 2014

პროექტი საინტერესოა მის ყველა ასპექტში. დავიწყე პროექტის თანმიმდევრობით გაწერა. ვისწავლე როგორ არ უნდა დავარღვიო საავტორო უფლებები. ძალიან საინტერესოა ჯგუფური მუშაობისათვის დაწყვილების მეთოდებისათვის. ბევრი რამ თანდათან გარკვეული ხდება.

დავიწყე პროექტების გზამკვლევის შესწავლა. კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლის დამოუკიდებელი და კოგნიტური უნარების განვითარებას. თემა ავირჩიე. დავისახე მიზანი  რომელიც თანხვედრაშია ესგ-სთან, პროექტი დამეხმარება 21-ე საუკუნის უნარების მქონე  მოსწავლეების მოტივირებაში, მათი სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებაში, დავინახე შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება რაც ადრე ჩემთვის ცოტა გაურკვეველი იყო გავაკეთეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პროექტის რეკლამირებისთვის დავამზადე პუბლიკაცია.